პარიზში კორონავირუსთან დაკავშირებით განგაშის მაქსიმალური დონე ცხადდება და ახალი შეზღუდვები წესდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება, რომლის ფარგლებში სამშაბათიდან ბარები 2 კვირით იხურება, რესტორნებმა კი იმისთვის, რომ მუშაობის უფლება ჰქონდეთ, ახალი სანიტარული ნორმები უნდა დაიცვან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარიზში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, უნივერსიტეტების აუდიტორიები მხოლოდ ნახევრად უნდა იყოს შევსებული.

აღსანიშნავია, რომ პარიზში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის მაქსიმალური დონე ცხადდება. განგაშის მაქსიმალური დონე ამა თუ იმ ქალაქში მაშინ ცხადდება, როდესაც დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 ხანდაზმულ მოსახლეზე 100-ს, ზოგად მოსახლეობაში კი 250-ს აღემატება,

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთში კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო კვირის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებებში 893 პაციენტი შეიყვანეს.