ჩეხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ხელახლა ცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მიიღო.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება. იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება. გარდა ამისა, რესტორნებში ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6-ზე მეტი ადამიანის დაჯდომა ნებადართული არ იქნება. იმ რაიონებში კი, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, საშუალო სკოლები იხურება.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება.
დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 303.3 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დროიდან ჩეხეთში კორონავირუსის 82 446 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 44 149 და დაღუპულია 727 ადამიანი.