ადგილობრივი განვითარების ჯგუფები - ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული საზოგადოება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­შირის მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი (LAG)მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კი მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი აერ­თი­ა­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რივ კერ­ძო, სა­ჯა­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ისი­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს გან­სა­ზღვრა­ვენ და ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებს შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ. შემ­დგომ ეტაპ­ზე კი ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გრან­ტებს გას­ცე­მენ. ჩვენ რა­მო­დე­ნი­მე LAG-ის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით და მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­გაც­ნობთ.

თეთ­რი­წყა­როს LAG

ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი თეთ­რი­წყა­რო­ში არ­სე­ბო­ბის სამ წელს ით­ვლის. ამ დრო­ში LAG-მა შეძ­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მი გა­ექ­რო და ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ისე სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­თა და მათი გა­დაჭ­რით, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ისი­ნი მიხ­ვდნენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი თუ ოც­ნე­ბე­ბი მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ.

euro2-56660-1601885043.jpg

თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლია - ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა პრობ­ლე­მის დას­მით და მიზ­ნად ისა­ხავს მის გა­დაჭ­რას სა­მი­ვე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხელ­შე­წყო­ბას ტუ­რიზ­მის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სექ­ტო­რი მო­ი­თხოვ­და - აქ არ არ­სე­ბობ­და ტუ­რის­ტის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი, ხოლო ფერ­მე­რებს არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ეს­ყი­დათ სა­ჭი­რო აგრო-ტექ­ნი­კა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას­თან. ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, LAG-მა თეთ­რი­წყა­რო­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა რე­ა­ლუ­რად გა­და­ეჭ­რათ პრობ­ლე­მე­ბი. გა­სულ წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 500 ჰა-ზე მეტი მი­წის ნაკ­ვე­თი და­მუ­შავ­და, ასე­ვე ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა­სა და მშე­ნებ­ლო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, თეთ­რი­წყა­როს LAG-ი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მარ­თულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცნო­ბა­დო­ბის ზრდას.

რო­გორც ნინო ტი­კუ­რიშ­ვი­ლი, თეთ­რის­წა­როს LAG-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ევ­რო­პულ LEADER მიდ­გო­მას ეფუძ­ნე­ბა, რაც გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს:

„გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა უკეთ იცი­ან თე­მის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­დენს და თა­ვად­ვე გან­სა­ზღვრავს ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­გავ­რე­ბის გზებს. ხაზი უნდა გა­ვუს­ვათ იმ ფაქტს, რომ LAG-ი წარ­მო­ად­გენს მულ­ტი­სექ­ტო­რულ პლათ­ფორ­მას, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო, სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­ტო­ბაც სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყვე­ლა სექ­ტო­რის წარ­მო­ამ­დგე­ნე­ლი ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბა და სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მო­საზ­რე­ბებს უზი­ა­რებს გუნდს.“

თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა უკვე 80-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ა­ფი­ნან­სა, რი­თაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო:

„რთუ­ლია გა­მო­ყო კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი, თუმ­ცა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია იყო. საგ­რან­ტო პროგ­რა­მის I ფა­ზა­ში და­ფი­ნანსდა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 9 სა­ბავ­შვო ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი ევრო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით. III ფა­ზის ფარ­გლებ­ში კი მოხ­დე­ბა მათი შიდა ინ­ვენ­ტა­რი­სა და ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბა, რაც საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის პი­რო­ბებს მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით“ - ამ­ბობს ნინო ტი­კუ­რიშ­ვი­ლი.

თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „სოფ­ლის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“ ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ასო­ცი­ა­ცია სამ­ხა­რეო გან­ვი­თა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის (RDFG).

ქე­დის LAG

ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის LEADER მიდ­გო­მის შე­დე­გად, მოხ­და რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, შე­იქ­მნა და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. და­ი­წე­რა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოხ­და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო­ე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი.

euro3-56823-1601885269.jpg

euro4-56845-1601885290.jpg

ქე­დას დიდი რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი, ისე ადა­მი­ა­ნუ­რი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იყო კარ­გად ათ­ვი­სე­ბუ­ლი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს არ ჰქონ­და ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­თა და ტუ­რიზ­მით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ვერც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სტან­დარ­ტებს. ამას­თა­ნა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცნო­ბა­დო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო. ერთ-ერთი მი­ზე­ზი რა­მაც ეს გა­ნა­პი­რო­ბა იყო სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სიმ­წი­რე, რე­გი­ონ­ში არ ხდე­ბო­და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ და­ფი­ნანსდა პრო­ექ­ტე­ბი, LEADER მიდ­გო­მის და­ნერგვით კი მოხ­და თე­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თვა და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ქე­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე რე­გი­ონ­ში გაჩ­ნდა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­მაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო ხელი, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვა და წა­ა­ხა­ლი­სა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რად­გან LAG-ში შე­დი­ან სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორც სა­ჯა­რო ისე კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი­დან. ქე­დის LAG-ში მუ­შა­ო­ბის მე­თო­დი სრუ­ლი­ად თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­რი­ვია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ თე­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უწყობს ხელს, არა­მედ მათ აერ­თი­ა­ნებს ერთი მიზ­ნის ქვეშ.

ქე­დის LAG-ის ჩარ­თუ­ლო­ბით და­ფი­ნანსდა 90-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა­მაც ხელი შე­უ­წყო სხვა­დას­ხვა დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­გორც ქე­დის LAG-ის თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო პრო­ექ­ტი ბე­ტო­ნის ბო­ძე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და ვე­ნა­ხის მო­წყო­ბის სერ­ვისს მო­ი­ცავს და მას ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 180 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი და მეღ­ვი­ნე­ო­ბაც მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა. ბა­ზარ­ზე კი ზემო აჭა­რის ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი უფრო და უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხის რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, რად­გან ვე­ნა­ხის ბო­ძე­ბი ძი­რი­თა­დად ხის­გან მზად­დე­ბა. ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძემ კი ეს პრაქ­ტი­კა ბე­ტო­ნის ბო­ძე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა, რაც შე­დე­გად ხე­ე­ბის ჭრის სა­ჭი­რო­ე­ბას ამ­ცი­რებს. მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ ავ­თან­დილ ცინ­ცა­ძეს, პრო­ექ­ტის ავ­ტორს აქვს. ბე­ტო­ნის ბო­ძე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი ხნის გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ვიდ­რე წაბ­ლის ბო­ძე­ბი, რაც ამ­ჟა­მად პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრო­ექ­ტის შე­დე­გად და­ი­ნერ­გა რო­გორც ვე­ნა­ხის და ღო­ბის ბო­ძე­ბის დამ­ზა­დე­ბის სერ­ვი­სი, ისე ვე­ნა­ხის ბა­ღის გა­შე­ნე­ბის/გა­ნახ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა.

ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის სა­მი­ვე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისევ აგ­რძე­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თა­სა და მათი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბას, მი­აჩ­ნი­ათ, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დგას მო­წა­დი­ნე­ბულ და აქ­ტი­ურ ად­გი­ლობ­რივ­თა ძა­ლის­ხმე­ვა­ზე.

ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN).

ხუ­ლოს LAG

ხუ­ლოს LAG-მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­რე­მო. არ არ­სე­ბობ­და აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობ­და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ახლა კი აქ იგეგ­მე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტე­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით გან­ვი­თა­რე­ბას.

რო­გორც ხუ­ლოს LAG-ის წევ­რი ას­ლან ტუ­ნა­ძე ამ­ბობს, LAG-მა შე­მო­ი­ტა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სახე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რაც მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და: „LAG-ის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის მხრივ ასე­ვე, ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბის და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახლა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მარ­ტივ­და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - თით­ქმის ყვე­ლა სოფ­ლი­დან გვყავს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რაც ძა­ლი­ან ამარ­ტი­ვებს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხუ­ლოს LAG-ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა ვიწ­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა ქსე­ლი, რომ­ლე­ბიც ურ­თი­ერ­თთა­ნაშ­რომ­ლო­ბენ და ერ­თა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. აგ­რეთ­ვე, ამ ეტაპ­ზე LAG-ის ბა­ზა­ზე იქ­მნე­ბა ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სხვადსახ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას.

euro5-58413-1601885395.jpgeuro6-56955-1601885382.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ტად ჩარ­თუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. LAG-ის მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი მა­დო­ნა ბოლ­ქვა­ძე ამბობს: “LAG-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ უფრო აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი და და­ვინ­ტე­რეს­დი სხვადსხვა სა­თე­მო პრობ­ლე­მით. LAG-ის ფარ­გლებ­ში ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­აქ­ტი­უ­რო და მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში და­ვეხ­მა­რო, თუნ­დაც რჩე­ვის სა­ხით ან მათი სა­კი­თხის სა­ჭი­რო პი­რე­ბამ­დე მი­ტა­ნით’’.

LAG-ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩაბ­მუ­ლია 30-ზე მეტი აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო და კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სექ­ტო­რი­დან. რო­გორც ხუ­ლოს LAG-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­დამ შა­ვა­ძე ფიქ­რობს, LAG-ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­როს, გა­მოც­დი­ლე­ბის, ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რათა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი: „ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უფრო ობი­ექ­ტუ­რე­ბი ვი­ყოთ და მეტი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი მო­ვიც­ვათ. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რად­გან მო­მა­ვა­ლი მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მჯე­რა, მათი გაძ­ლი­ე­რე­ბა ფუ­ჭად არ ჩა­ივ­ლის’’.

ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა ჯამ­ში 73 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლეს გა­რე­მო. ჩვენ და­ვა­ფი­ნან­სეთ ორი სამ­კერ­ვა­ლო პრო­ექ­ტი - ერთი დაბა ხუ­ლო­ში, ხოლო მერე ღორ­ჯო­მის თემ­ში. ორი­ვე სამ­კერ­ვა­ლო­ში 15-მდე ქა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ ეს მათ­თვის პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს მუ­შა­ო­ბით.

LAG-მა ასე­ვე და­ა­ფი­ნან­სა ბე­სიკ დე­კა­ნა­ძე, რო­მელ­მაც შეძ­ლო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სა­ხე­ლოს­ნოს სრუ­ლად აღ­ჭურ­ვა: „ეს და­მეხ­მა­რე­ბა, რომ უფრო და­ბალ ფა­სებ­ში მო­ვემ­სა­ხუ­რო მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებს, მო­სახ­ლე­ო­ბას კი გა­და­სა­ხა­დი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. სა­შუ­ა­ლოდ 15-20-%ით ნაკ­ლებ ფა­სად ვა­წარ­მო­ებ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ტებს, ვიდ­რე ქა­ლაქ ბა­თუმ­ში ხერ­ხდე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი მხრივ კონ­კუ­რენ­ცი­ის კუ­თხით, ხოლო მე­ო­რე მხრივ მო­სახ­ლო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თის გა­ჩე­ნით.“

ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა“, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის კა­რი­ტა­სი.

დე­დოფ­ლის­წყა­როს LAG

დე­დოფ­ლის­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის და მუ­შა­ო­ბის 3 წლი­ან პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო 111 ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და შექ­მნა ასე­უ­ლო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი. პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს სრუ­ლად და­საქმდა სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­წო­დებ­ლე­ბი, მძღო­ლე­ბი, მოხ­და 500-მდე აპ­ლი­კან­ტის დატ­რე­ნინ­გე­ბა პრო­ექ­ტის სრუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის, ბიზ­ნეს-გეგ­მე­ბის შედ­გე­ნა­ზე.

რო­გორც LAG-ის პრე­ზი­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ანა ბე­ნაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეს LAG-ის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს წევ­რებ­მაც: „ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კურ­სით, ევ­რო­პუ­ლი LAG-ების მუ­შა­ო­ბის გა­საც­ნო­ბად ორ­ჯერ ვი­ყა­ვით სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან - რუ­მი­ნეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში, გვქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი, ად­გილ­ზე გა­ვე­ცა­ნით მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ას და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ LAG-ების მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­აქვთ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ევ­რო­კავ­ში­რი, ENPARD-ის პროგ­რა­მე­ბით ეხ­მა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, ეროვ­ნუ­ლი გეგ­მე­ბის ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ჩვენ, LAG-ები ვართ ის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამას ახორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ო­ნის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და თი­თო­ე­უ­ლი სოფ­ლის, თე­მის დო­ნე­ზე. სწო­რედ ეს არის LAG-ის მი­სი­აც - სვლა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ, გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სექ­ტორ­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და LEADER მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერგვით.“

euro8-58613-1601885569.jpgeuro7-58381-1601885557.jpg

დე­დოფ­ლის­წყა­როს LAG-ში თით­ქმის ყვე­ლა სოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ამ სამ­წლი­ან­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­მო­ა­ცო­ცხლა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ გა­უჩ­ნდათ ამ­ბი­ცია, წე­რონ პრო­ექ­ტე­ბი, კვლავ მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა და გა­აძ­ლე­რონ ან და­ი­წყონ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა: „ვი­საც ამის­თვის კვა­ლი­ფი­კა­ცია არ ყოფ­ნის, LAG-ის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს წევ­რე­ბი ვუ­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს და ვეხ­მა­რე­ბით პრო­ექ­ტე­ბის წე­რა­ში. ჩვენ ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სხვა LAG-ებ­თან, გვაქვს საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან, ვუ­ზი­ა­რებთ გა­მოც­დი­ლე­ბას, ვეც­ნო­ბით წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს და ვგეგ­მავთ სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ანა.

LAG-ი ერ­თნა­ი­რად ზრუ­ნავს რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის-ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მათ გა­ა­ფარ­თო­ვეს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი, სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­ინ­ფორ­მა­ციო, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი; Covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრს და ჯან­დაც­ვის, სა­მაშ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­უ­ძი­ნეს სპე­ცტექ­ნი­კა და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, ბა­ღე­ბი აღ­ჭურ­ვეს სა­ნი­ტა­რია-ჰი­გი­ე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის დის­პენ­სე­რე­ბით; სამ­შე­ნებ­ლო და აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში ჩარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უ­ძი­ნეს სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა, გა­და­ა­ი­ა­რა­ღეს ღვი­ნის მარ­ნე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სპირ­ტის და ხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი, სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი:

„მა­გა­ლი­თად",ნას­რაშ­ვი­ლე­ბის მა­რა­ნი“ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე და უკვე აქვს სა­ექ­სპორ­ტო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ქე­თე­ვან ჩა­ლა­ხე­შაშ­ვი­ლის ყვე­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოს უკვე "ფრეს­კოს“ ქსელ­ში შე­აქვს თა­ვის პრო­დუქ­ცია",აგ­რო­ჰაბ­ში“ იყი­დე­ბა სო­ფელ ოზა­ან­ში ჯაბა გი­გო­ლაშ­ვი­ლის სა­ტა­ცუ­რის სა­წარ­მოს პრო­დუქ­ტი. სამ­თა­წყა­რო­ში 86 ჰექ­ტარ­ზე ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი კაკ­ლის პლან­ტა­ცი­ის­თვის ბე­ნე­ფი­ცი­არს და­უ­ფი­ნანსდა სარ­წყა­ვი სის­ტე­მის წყალ­სა­ქა­ჩი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ნელ­ნე­ლა და ეტა­პობ­რი­ვად, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გაჩ­ნდა LAG-ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ჩირი "ჩა­რო­ზი“, კა­კა­ლი, რძის პრო­დუქ­ტი, სათ­ბუ­რებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ხის სოკო, სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ბოსტნე­უ­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი; ქათ­მის, ხოხ­ბის და კა­კა­ბის წი­წი­ლე­ბი, ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი, რკი­ნის და მი­ნის ნა­კე­თო­ბე­ბი, თეთ­რე­უ­ლი. სა­ზღვარ­გა­რეთ (შეკ­ვე­თე­ბით) იგ­ზავ­ნე­ბა სა­ხე­ლოს­ნო "ფეს­ვებ­ში“ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფარ­და­გე­ბი, თე­ქის და ტყა­ვის ხელ­ჩან­თე­ბი. იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ეს სა­წარ­მო­ე­ბი უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც გან­ვი­თარ­დე­ბი­ან“- ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ანა.

დე­დოფ­ლის­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (PROCEED)“, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს HEKS-EPER სა­ქარ­თვე­ლო.

ახალ­ქა­ლა­ქის LAG

ახალ­ქა­ლა­ქი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად აწყდე­ბა პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­მუ­შაო ძა­ლი­სა თუ ად­გი­ლე­ბის დე­ფი­ციტ­თან, ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ას­თან და ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დი­ნე­ბას­თან. თუმ­ცა, არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბით.

აქ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რი სო­მე­ხია (93,8%), 5,7%-ს შე­ად­გე­ნენ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბი, ხოლო 0.5%-ს -სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი: რუ­სე­ბი, ბერ­ძნე­ბი და ა.შ. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ტუ­ა­ცია უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, იკ­ვე­თე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში - ცხა­დია, რომ ენის პრობ­ლე­მა ქმნის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ბა­რი­ე­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სა­ჭი­როა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა, რა­შიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ახალ­ქა­ლა­ქის LAG-ი.

euro9-58713-1601885646.jpg

გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­ნო­მო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია LAG-ის ტრე­ნინგ ცენ­ტრი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ზე მე­ტია ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ენის უფა­სო სას­წავ­ლო კურ­სებს სთა­ვა­ზობს. ენე­ბის გარ­და ცენ­ტრში ის­წავ­ლე­ბა ბუ­ღალ­ტრუ­ლი და ფი­ნან­სუ­რი აღ­რი­ცხვის, ხატ­ვი­სა და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სე­ბი.

LAG-ის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის წევ­რებ­ზე - სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძო, სა­ჯა­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მო­ბი­ლი­ზე­ბით ხდე­ბა რე­გი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს გან­სა­ზღვრავს და ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას შე­ი­მუ­შა­ვებს.

ახალ­ქა­ლა­ქის LAG-ის პრო­ექ­ტებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. დღემ­დე, LAG-ის მიერ 40-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვაა მხარ­და­ჭე­რი­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი მათ ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეს. LAG-ის სას­წავ­ლო ცენ­ტრმა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ეთ­ნი­კუ­რი სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის კუ­თხით ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ სე­სია ჯგუფ­მა სწო­რედ ქარ­თუ­ლი ენის დღეს, 14 აპ­რილს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში 30 ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. მათ­თვის პრო­ექ­ტი ბევ­რს ნიშ­ნავს, რად­გან პირ­და­პირ ჭრის იმ პრობ­ლე­მას, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მრავ­ლად აწყდე­ბი­ან.

„სა­ხელ­მწი­ფო ენის და­უფ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის არის სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა, თუ არ ფლობ მშობ­ლი­ურ ენას, ადაპ­ტა­ცია გი­ჭირს. ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი კი სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს, რი­თაც უმარ­ტი­ვებს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას“- აღ­ნიშ­ნავს ახალ­ქა­ლა­ქის LAG-ის წევ­რი და რე­სურსცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ტე­რე­ზა ჩივ­ჩი­ა­ნი.

რო­გორც ახალ­ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში ამ­ბო­ბენ, ისი­ნი სა­მო­მავ­ლოდ მრა­ვა­ლი სი­ახ­ლის და­ნერგვას გეგ­მა­ვენ. სურთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად აღ­მო­ფხვრან თემ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამით ად­გი­ლობ­რი­ვებს ცხოვ­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლონ.

ახალ­ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი მიდ­გო­მის ხელ­შე­წყო­ბა ახალ­ქა­ლაქ­ში“, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი (GIPA / DRDVE).

ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი უკვე 12 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ესე­ნია: ლა­გო­დე­ხი, ბორ­ჯო­მი, ყაზ­ბე­გი, თეთ­რი­წყა­რო, ახალ­ქა­ლა­ქი, დე­დოფ­ლის­წყა­რო, ქედა, ხულო, წალ­კა, ახ­მე­ტა, წყალ­ტუ­ბო და მეს­ტია. სა­ერ­თო ჯამ­ში, დღემ­დე, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით LAG-ების მიერ და­ფი­ნანსდა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის 500-ზე მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის, სო­ცი­ა­ლუ­რი და სოფ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­დე­გად, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­უჩ­ნდა სოფ­ლად მცხოვ­რებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი სოფ­ლად მცხოვ­რებ 10,000-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი ბევ­რად მე­ტია ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი - ისი­ნი სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ხედ­ვას, ენერ­გი­ას და ჩა­ნა­ფიქ­რებს უყ­რი­ან თავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თო მიზ­ნის ქვეშ აერ­თი­ა­ნე­ბენ.

იხილეთ დანართი