მამუკა ხაზარაძე - გახარია პრემიერად დაინიშნა იმის გამო, რომ ანაკლიის პროექტი გაეჩერებინა

გიორგი გახარია პრემიერად დაინიშნა იმის გამო, რომ ანაკლიის პროექტი გაეჩერებინა და ბიძინა ივანიშვილის დავალება შეესრულებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ციხეში წასვლა მოუწევს თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს, „მაგრამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა“.

„მე გახარიასთან არანაირი პირადი ურთიერთობა არ მქონია, რაც არ გააკეთა და ვერ გააკეთა ბახტაძემ და კვირიკაშვილმა, გააკეთა გახარიამ. გიორგი გახარია დანიშვნისთანავე პირდაპირ უცხადებს ამერიკელებს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყანას არ სჭირდება და ამის ჩანაწერები არსებობს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.