შვეიცარიის ჯენევის კანტონში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შრომის მინიმალური ანაზღაურება (МРОТ) დაფიქსირდა. როგორც CNN წერს, ის დადგენილია საათში 23 შვეიცარული ფრანკის დონეზე (25 აშშ დოლარი).
ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა რეფერენდუმით, სადაც მის სასარგებლოდ 58%-მა მისცა ხმა. მსგავსი МРОТ-ის დასადგენად გამოდიოდა პროფკავშირების კოალიცია, რომლის მიზანია დაამარცხოს სიღარიბე და მხარი დაუჭიროს სოციალურ ინტეგრაციას.
შვეიცარიაში არაა დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე, თუმცა ჟენევა გახდა მეოთხე კანტონი 26-დან, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე არჩევნები გამართა.
ახალი МРОТ შეეხება დასაქმებულების დაახლოებით 6%-ს, პროფკავშირების ინფორმაციით, ის შეეხება დაახლოებით 30 ათას დასაქმებულს, რომლის 2/3 არის ქალი. კვირაში 41-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში კი დასაქმებული მიიღებს დაახლოებით 4 ათას ფრანკს თვეში (4347 აშს დოლარს).