Airbus 15,000 სამუშაო ადგილის გაუქმებაზე საუბრობს

კომპანია Airbus-ის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ შელჰორნმა დაუშვა იმის ალბათობა, რომ კომპანია 15,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გადაადგილების შეზღუდვების შედეგად საავიაციო დარგის პერსპექტივა გაუარესებულია. ამის შესახებ მან გაზეთ Handelsblatt Business Daily-ის განუცხადა.

მისი თქმით, შემოდგომის დასაწყისში სიტუაცია იმასთან შედარებით გაუარესებულია, რა მოლოდინებიც ჯერ კიდევ ზაფხულში არსებობდა.

იმის გამო, რომ Airbus-ის ქარხნები ჯერ კიდევ პანდემიამდე არ იყო სრულად დატვირთული, ახლა პროფკავშირები შიშობენ, რომ ხელმძღვანელობამ მიიღოს გადაწყვეტილება მთელი რიგი ქარხნების დახურვის.

ამასთან, შელჰორნის განცხადებით, კომპანიის გერმანიის ქარხნებს დახურვა არ ემუქრებათ.

კოკა კვირკველია