გაუგებარია, როდესაც დღეში კორონავირუსის 15 შემთხვევაზე კეტავ მთელს ქვეყანას და ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში გაქვს 500 შემთხვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ანტიკრიზისული პროგრამა ვერ გაატარეს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში კოვიდინფექციის მომატებულ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის არჩევნებზე, რაც მათი საბოლოო დამარცხება იქნება.
„კითხვა ძალიან მარტივია, თუ ჩაგვკეტეს სახლში, როდესაც იყო 15 შემთხვევა, დღეს 500 შემთხვევაა და ამის არანაირი ლოკალიზება არ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის, მათ იციან, რომ აქტიურობა არჩევნებზე არის მათი საბოლოო დამარცხება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნების დღე ჩატარდეს ორგანიზებულად და მოვუწოდოთ ყველას, რომ მათი ერთი ხმა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყნის ბედი შეიცვალოს. გაუგებარია, როდესაც დღეში 15 შემთხვევაზე კეტავ მთელს ქვეყანას და ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში, გაქვს 500 შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ მათ ვერც ანტიკრიზისული პროგრამა გაატარეს. არ შეიძლება როდესაც არაპროფესიონალები მართავენ ქვეყანას მათ რაღაც გამოუვიდეთ, ამიტომ გამოსავალი არის მათი სასწრაფოდ გასტუმრება და ახალი ძალების მოსვლა,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.