ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, 8 ოქტომბერს, თბილისში, COVID19-ის პრევენციის მიზნით, გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს.

„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.