Avon-მა ბრენდი განაახლა და გლობალური კამპანია დაიწყო

კოსმეტიკურმა კომპანიამ Avon იმიჯი შეიცვალა. რებრენდინგი მოიცავს როგორც ახალ ლოგოს, ასევე პოზიციონირებას, არქიტექტურას და აიდენტიკას.

Avon-ის ლოგო გახდა უფრო „მძიმე“, თუმცა გლუვი ხაზები მის მისიას გვახსენებს, რომელიც ქალების მხარდაჭერას გულისხმობს. მეორეს მხრივ, ის უფრო ადამიანური გახდა და მსუბუქად ასიმეტრიული - დიზაინერები შეეცადნენ მას არ დაეტოვებინა კომპიუტერის მიერ გენერირებულის შთაბეჭდილება. ასოების A, V და N ფორმები ბრენდს ნაცნობს ხდის, სადაც არ უნდა განათავსონ ისინი. ცალკეული დეტალები კი გვამისამართებს 1930-იანი წლების Avon-თან. ფერიც ასევე ხაზს უსვამს კომპანიის მუდმივ ტრანსფორმაციას მისი 130-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

Avon-ის გლობალური დირექტორის ჯეიმს ჩიტენდენის განცხადებით, წინა ლოგო 1980-იან წლებს გვახსენებდა და აქტივიზმის ეპოქას არ პასუხობდა. ახალ ლოგოზე კი კომპანიამ იმუშავა ბრენდინგის სააგენტოსთან Bloom. კომპანიის ამოცანა იყო ბრენდის მოდერნიზება მოეხდინა, თუმცა ამავდროულად ეს ისე გაკეთებინა, რომ ბრენდის ლოიალური მოხმარებელები არ დაეკარგა და დაებრუნებინა ძველი აუდიტორიაც. ბრენდის შრიფტის შექმნაზე ქალმა იმუშავა და ჯამში კომპანიამ ოთხი ლოგო გატესტა.

ახალი აუდიტორიის მიმხრობა ბრენდისთვის მთავარ ამოცანად რჩება, ამიტომ ახალი აიდენტიკა მიმართულია იმაზე, რომ მომხმარებლებმა მას ყურადღება მიაქციონ და დაფიქრდნენ რა იციან სინამდვილეში ამ ცნობილ ბრენდზე. იქნებ ისინი მას უბრალოდ არ აფასებდნენ სათანადოდ?

ამ გზავნილს ავითარებს ახალი გლობალური კამპანია Watch Me Now, რომელიც 70 ბაზარზეა ჩაშვებული კომპანია Wunderman Thompson-ის მონაწილეობით. მასში Avon აქცენტს აკეთებს სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებზე, ასევე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობა.

კოკა კვირკველია