4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 5-ჯერ აღემატება და სხვაობა 1419 ტონას შეადგენს.
,,ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (1672.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75.1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (4.8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და შეადგენს 773 ათას აშშ დოლარს.
ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.