სად ყიდის და ყიდულობს საქართველო კარტოფილს

აზერბაიჯანი, გერმანია, ეგვიპტე, ნიდერლანდები - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში კარტოფილი შემოდის.

საქსტატის მონაცმების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში კარტოფილის იმპორტი 11 ქვეყნიდან განხორციელდა, საერთო ჯამში 3,225 მლნ დოლარის ღირებულების 14,206 ტონა.

ხუთი ქვეყნის ჩამონათვალი კი, საიდანაც ყველაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 5.164 ტონა (550.0 აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 2.576 ტონა (327 ათასი დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 2.466 ტონა (394.4 ათასი აშშ დლარი)
  • გერმანია - 1.193 ტონა (1.014 ათასი აშშ დორლარი)
  • ეგვიპტე - 847 ტონა (114.8 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სომხეთიდან - 799 ტონა კარტოფილი შემოვიდა, ნიდერლანდებიდან - 712 ტონა, საფრანგეთიდან - 172 ტონა, ბელარუსიდან - 124. 7 ტონა, ირანიდან - 96 ტონა, ბელგიიდან - 50.6 ტონა.

ამასთან, საქართველომ 2020 იანვარ-აგვისტოში 916 ათასი დოლარის ღირებულების 3,011 ტონა კარტოფილი 8 ქვეყანაში გაყიდა:

  • აზერბაიჯანში - 1.122 ტონა
  • რუსეთი - 1.663 ტონა
  • მოლდოვაში - 102 ტონა
  • ბელორუსში - 81 ტონა
  • ყაზახეთსა და სომხეთში 20-20 ტონა, სინგაპურში - 0.2 ხოლო ჰონკონგში 0.1 ტონა.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში 2 439 400 დოლარის ღირებულების კარტოფილი შემოვიდა. კარტოფილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, ნიდერლანდები, გერანია და ა.შ. რაც შეეხება ექსპორტს, შარშან საქართველოდან 3,935 ტონა კარტოფილი გავიდა, ჯამში 977,1 ათასი დოლარის. ქართული კარტოფილი გაიყიდა აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უკრაინაში, რუსეთში, ჯამში 9 ქვეყანაში.

თამარ მუკბანიანი