მსოფლიოში უამრავი იაფი ანტიბიოტიკია, რატომ მუშაობს ბობ დუგანი ახალზე და როგორ აპირებს ფულის გამომუშავებას?
შეიძლება ითქვას, რომ ბობ დუგანმა კარიერული წინსვლა 2015 წელს, 71 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა ქიმიკოსმა კომპანია “AbbVie“- ს მიჰყიდა Pharmacyclics-ის მიერ შექმნილი კიბოს წამლის ბიოტექნიკა. გარიგება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ღირდა.
რამდენიმე წელია ბობ დუგანი პროფესიულად აქტიური არ არის. იგი კოსტა რიკის ვილაში მშვიდად ცხოვრობდა და სიცოცხლით ტკბებოდა. პაპარაცები ხშირად იღებდნენ მას სანაპიროზე, წიგნებითა და სერფინგით ხელში...
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა 76 წლის დუგანი პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს.
”ყველა ადამიანს სურს რომ არსებულ რეალობაში შეიტანოს სასიკეთო ცვლილება და გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - აცხადებდა მილიარდერი ქველმოქმედი თავის გამოსვლებში.
აპრილში დუგანი “Summit Therapyics“– ის გენერალური დირექტორი გახდა. რის შემდეგაც კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის, Nasdaq– ით ვაჭრობით 60% -იანი წილი 63 მილიონ დოლარად შეიძინა.
“Summit Therapyics“ 2003 წელს დაარსდა, მაგრამ აქამდე კომპანიის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იყო ცნობილი. ბობ დუგანის გამოჩენის შემდეგ კი ძალიან მალე ცნობილი ხდება, რომ სასიკვდილო ინფექციის- Clostridioides difficile (C. diff)-ის წინააღმდეგ ახალი ანტიობიტკის შექმნა იგეგმება.
C. diff სასიკვდილო ინფექციაა, რომელიც ვრცელდება განავლით და ხშირად ინფიცირდებიან საავადმყოფოებსა და მოხუცთა სახლებში. ინფექცია იწვევს უკიდურეს დიარეას, მძიმე შემთხვევებში ხელს უშლის ორგანოების ფუნქციონირებას და ძალიან მალე ფიქსირდება გარდაცვალება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად თითქმის მეოთხედი მილიონი ამერიკელი ინფიცირებულია C. diff- ით და 13,000 იღუპება.
არავინ დაობს, რომ ანტიბიოტიკები მე -20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა. სანამ 1928 წელს პენიცილინი აღმოაჩინეს, მსოფლიოში ინფექციური დაავადებები სიკვდილის მთავარი მიზეზი იყო, სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 58 წელს შეადგენდა.
ანტიბიოტიკებმა ყველაფერი შეცვალეს. ტუბერკულოზით დაწყებული, პნევმონიით დამთავრებული, თითქმის ყველა დაავადება დღეს უკვე განკურნებადია. მაგრამ დღევანდელ რეალობაში არსებობს ბევრი სხვადასხვა ანტიბიოტიკი ბაზარზე, რომელთა უმრავლესობა იაფი ჯენერიკია.
მაგალითად, ანტიბიოტიკი ამოქსიცილინი დაინერგა 1973 წელს და ერთ-ერთი ჯენერიკია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ინიშნება. ამჟამად ამოქსიცილინის ერთი აბი დოლარზე ნაკლები ღირს და ძალიან ეფექტურია. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წამლის შექმნას დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი სჭირდება, ახალი ანტიბიოტიკების დამზადებას იშვიათად თუ ვინმე ცდილობს, ხარჯის ანაზღაურების მარტივი გზა არ არსებობს. ამასთან, ბაქტერიები მუტაციას განიცდიან და სწრაფად ვითარდებიან. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიული შტამები, რომლებიც მდგრადები არიან კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ, გადარჩებიან და გავრცელდებიან. გარკვეული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საჭიროა სხვანაირი მკურნალობის ჩატარება. ამიტომ, როდესაც ახალი ანტიბიოტიკი იქმნება, ”ექიმები მას ძალზე მძიმე შემთხვევებისთვის იტოვებენ. ახალ ანტიბიოტიკებს ათავსებენ კარადაში და არ იყენებენ, რაც კომერციულად არა მომგებიანია“- აცხადებს (Rx Securities) სიცოცხლის მეცნიერებაზე ორიენტირებული ინვესტიციური ბანკის დამფუძნებელი, ლონდონში, სამირ დევანი.
ამ ყველაფრის შედეგად, როგორც წესი, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისთვის ანტიბიოტიკების შემუშავება მნიშვნელოვანი აღარ არის, ხოლო მცირე ფირმები, რომლებიც დღემდე ავითარებენ მათ, იბრძვიან. “Summit Therapyics“– ის მეწილეებმა Achaogen- მა (რომლის15% -იანი წილის მფლობელი დუგგანი იყო) და Melinta Therapyics- მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს.
5 000 დოლარით დაწყებული კარიერა
ბობ დუგანს არც ერთი ეს გარემოება წარმატების მიღწევაში ხელს არ უშლის, რადგან მან მილიარდერობამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა, თითქმის ყველანაირი დაბრკოლება გადალახა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 71 წლის იყო, როდესაც ოფიციალურად მილიარდერი გახდა. იქამდე თავისი დრო განვითარებასა და განათლებას დაუთმო.
დუგანი 20-იანი წლების დასაწყისში ბიზნესის ადმინისტრირებას UCLA– ში სწავლობდა.
”ჩემი საინვესტიციო კარიერა 5000 დოლარით დავიწყე და წელიწადნახევარში ნახევარი მილიონი დოლარი მქონდა.” - იხსენებს დუგანი თავის წიგნში.
ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელშიც მან გარკვეული თანხა ჩადო, იყო “Sunset Designs, Jiffy Stitchery“- სამედიცინო ნემსების ნაკრებების მწარმოებელი, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში 15 მილიონ დოლარად გაიყიდა ბრიტანეთის სამომხმარებლო საქონლის, გიგანტ “Reckitt Benckiser Group“- ის მიერ. შემდეგ მეცნიერმა განახორციელა ინვესტიციები საცხობების ქსელში, ინტერნეტის ფირმაში და ბიზნესში, რომლებიც ქმნიდნენ რობოტულ ქირურგიულ ინსტრუმენტებს. 2008 წელს დუგანი გახდა “Pharmacyclics“– ის აღმასრულებელი დირექტორი.
მილიარდ დოლარამდე დუგანს სულ ცოტა აკლდა. წარმატების უკანასკნელი ნაბიჯი პრეპარატი Imbruvica, აღმოჩნდა.
იბმრუვიკა B უჯრედების კიბოების, მათ შორის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (CLL), ლეიკემიის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა, რამაც კომპანია “AbbVie“ დააინტერესა და 21 მილიარდ დოლარიანი გარიგებაც შედგა.
ახალი ანტიბიოტიკის შესაძლებლობები
ახალი ანტიბიოტიკი “რიდინილაზოლი“ C. diff- ის სამკურნალოდ აქამდე გამოყენებულ ვანკომიცინს ეფექტურობით ორჯერ აღემატება. მე -2 ფაზის ბოლოდროინდელ კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ რიდინილაზოლი შესაძლოა, დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლადაც კი იქნეს გამოყენებული.
“ნედჰამის“ ბიოტექნოლოგიური ანალიტიკოსი ალან კარი აცხადებს, რომ თუ რაიმე ახალ ანტიბიოტიკს აქვს წარმატება, ეს შეიძლება იყოს რიდინილაზოლი.
”საკმაოდ განსხვავებული შესაძლებლობა არსებობს ბაზარზე C. diff-ის სამკურნალოდ. “რიდინილაზოლის“ ფასი სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება, რადგან ეს არის აბი და არა ინტრავენური პრეპარატი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დაინიშნოს პაციენტებისთვის საავადმყოფოს გარეთ.“- აცხადებს “ნედჰამის“ ბიოტექნოლოგიური ანალიტიკოსი.
რობერტ დუგანი
რობერტ (ბობ) დუგანი ამერიკაში, ოაკლენდში 1944 წელს დაიბადა. დაამთავრა კალიფორნიის ორი უნივერსიტეტი - სანტა ბარბარას და ლოს ანჯელესის უნივერსიტეტები.
ჰყავს რვა შვილი მეუღლესთან პატრიცია “ტრიშა“ დუგანთან, რომელთანაც 2017 წელს განქორწინდა.
დუგანი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ხუთი და-ძმადან იგი მესამე იყო. მისი მამა ირლანდიელი ემიგრანტი იყო, რომელიც ინდუსტრიის ინჟინერი გახდა აშშ-ში. დედამისი მედდა.
“ჩვენს ოჯახს თვეში დაახლოებით 800 დოლარი გვქონდა. ყოველი თვის ბოლო რამდენიმე დღეს კვარტლებში დავეხეტებოდით და საკვებს ქუჩაში, ურნებთან ვეძებდით. სხვადასხვა ნივთებს ვაგროვებდით და ვყიდდით, რომ თავი გაგვეტანა“- წერს დუგანი თავის სევდიან მოგონებებში.
დუგანის პირველი ბიზნეს წამოწყება იყო გაზონების მოჭრა კალიფორნიაში. თინეიჯერობის ასაკში ჯიბის ფულს სწორედ ამ საქმიანობით შოულობდა.
"თინეიჯერი, ჩემი პირველი ბიზნესი იყო გაზონების მოჭრა. ჩემი მიზანი იყო არა ფორბსის სიაში მოხვედრა, არამედ უბრალოდ საკმარისი ფულის შოვნა მინდოდა.“- წერს მილიარდერი.
დუგანი, ძმები პატერსონები და კარტერ ჰოლმსი იყვნენ პარტნიორები Paradise Bakery- ში, რომელიც 1976 წელს გაიხსნა. Paradise Bakery- ი ურიგებდა ფუნთუშებს მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა McDonald's, Kentucky Fried Chicken და Disney World. საცხობი 1987 წელს გაიყიდა Chart House, Inc-ზე და ახლა მისი მფლობელობაშია Panera Bread. “სამოთხის საცხობი“ დღემდე ფუნქციონირებს.
დუგანის უცნაური ჰობი
რაოდენ გასაკვიიც არ უნდა იყოს, მეცნიერს ძალიან უცნაური ინტერესის სფერო გააჩნია. არა ძვირფასი ავტომობილები, არა ძვირფასი ქვები და ასე შემდეგ, არამედ ძველი, ფაშისტური გერმანიის მიერ დანატოვარი ნანგრევების შეძენა და მათი განახლებაა.
ერთ-ერთი ობიექტი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია კალიფორნიის “ghost town“-ია. ისტორიის მიხედვით, აღნიშნული ადგილი გერმანელ “ნაცისტს“ ეკუთვნოდა, რომელმაც მიკრო ქალაქი გერმანული იდეოლოგიის განსახორციელებლად შეიძინა. მას რეიხების სამართავად სათაო შტაბის შექმნა კალიფორნიაში სურდა.