Samsung-მა Smart TV-ზე რეკლამის განთავსებისთვის დამოუკიდებელი პლატფორმა ჩაუშვა

Samsung-მა Smart TV-ზე რეკლამის განთავსებისთვის დამოუკიდებელი პლატფორმა ჩაუშვა. შედეგად ბრენდებს შეეძლებათ დამოუკიდებლად ჩაუშვან სარეკლამო კამპანიები ჭკვიან ტელევიზორებში. სამხრეთ-კორეული კორპორაციისთვის ეს ლოგიკური ნაბიჯია სარეკლამო ბიზნესის გაფართოების გზაზე, რომელიც მოიცავს ტელევიზორებს, მობილურ მოწყობილობებს და დესკტოპებს.

Samsung Ads-ის რეკლამის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი ტომ ფოჩეტა ფიქრობს, რომ მომავალი ინტერნეტზე პირდაპირ შეერთებული Smart ტელევიზორებისაა და არა კაბელზე შეერთებულების როგორებიცაა Roku, Amazon Fire TV ან Apple TV.

ამ დროისთვის Samsung-ის ტელევიზორებს უმეტესობა აპლიკაციების მხარდაჭერა აქვთ, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომია მოწყობილობებში Fire TVდა Roku — მათ შორისაა, Crackle, Tubi, Pluto TV, Disney+, Peacock ან HBO Max. სარეკლამო ბიზნესს კი კორპორაცია 5 წელია ავითარებს. მისი სერვისი თავიდანვე რეკლამების დამოუკიდებელ ჩაშვებას ითვალისწინებდა, თუმცა ის აქამდე არ აუმოქმედებიათ.

თვითმომსახურების პლატფორმა ყველა ქმედების დამოუკიდებლად განხორციელებას ითვალისწინებს. კერძოდ კი რეკლამის დროის ყიდვა შესაძლებელია რეალურ დროში აუქციონის რეჟიმში. ფოჩეტის თქმით, Samsung მუშაობს მსხვილ ჰოლდინგებთან, რათა მოიზიდოს რეკლამის დამკვეთები ახალ პლატფორმაზე.

კოკა კვირკველია