H&M თანამშრომლების პირადი მონაცემების შეგროვების გამო 35.3 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

თანამშრომლების შესახებ პირადი მონაცემების შეგროვების გამო GDPR-მა (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) კომპანია H&M 35.3 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

BBC-ის ინფორმაციით, კომპანია რამდენიმე ასეული თანამშრომლის შესახებ პირად ინფორმაციას გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის ოფისში აგროვებდა. შედეგად კი, კომპანიას თანაშრომლების ისეთ მონაცემებზე ჰქონდა წვდომა, როგორებიცაა, ოჯახური მდგომარეობა, რელიგია, ჯანმრთელობის პრობლემები, თანხმლები დაავადებები და სხვა.

მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს და თანამშრომლებს ბოდიში მოუხადეს. მათი თქმით, თითოეული თანამშრომელი, რომლის პირადი მონაცემებიც სიაში მოხვდა, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირად მონაცემებთან დაკავშირებით GDPR-ის მიერ კომპანიის სოლიდური თანხით დაჯარიმების მე-2 შემთხვევაა. გასულ წელს GDPR-მა კომპანია Google 50 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ბექა ბერიაშვილი