შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვითაც განაახლებენ ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს.