საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 268 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4887 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-ს შეადგენს.