საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 80% ჰესებზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 7 თვეში საქართველომ 6688 გეგავატ საათი ელექტროენერგია აწარმოა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 611 გეგავატ საათით ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში წარმოებული ელექტრო ენერგიის 80% ჰესებზე მოდის, კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივლისში ჰესებმა დაახლოებით 5321 გეგავატ საათი ელექტროენერგია აწარმოეს.

რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში თბოელექტროსადგურებმა 1313 გეგავატ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ პერიოდში ყველაზე ნაკლები 54 გეგავატ საათი ენერგია ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე