ფარმაცევტული კომპანია Bristol-ი MyoKardia-ს 13,1 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Bristol-Myers Squibb იტყვობინება, რომ სურს შეიძინოს ბიოტექნოლოგიური კომპანია MyoKardia 13,1 მილიარდ დოლარად. აღნიშნული ინფორმაციის ფონზე MyoKardia-ს აქციების ფასმა ბოლო ვაჭრობისას 59%-ით მოიმატა.

Bristol აპირებს MyoKardia-ს თითო აქციაში გადაიხადოს 225 დოლარი, რაც კომპანიის ფასიან ქაღალდების პრემიის 61%-ის ტოლფასია, ვინაიდან ბოლოს ამ კომპანიის ერთი აქციის ფასი 139,6 დოლარი იყო.

შეთანხმება Bristol-ს საშუალებას მისცემს კონტროლი მოიპოვოს MyoKardia-ს გულსისხლძარღვთა დაადადებების ექსპერიმენტულ პრეპარატზე. ამ ტიპის პრეპარატებზე მოვიდა Bristol-ის შემოსავლებიდან 16 მილიარდი დოლარი, მაშინ როცა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიღებული აქვს სულ 20 მილიარდი დოლარი.

პრეპარატი mavacamten კურნავს გულის ქორნიკულ დაავადებებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოწივიო გულის რითმის დარღვევა.

პრეპარატის გაყიდვებმა შესაძლოა, 2025 წლისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

Bristol აპირებს ამ პრეპარატზე თანხმობის მიღებას და შესაბამისად, მისი პორტფელიოს გაფართოებას ამ მიმართულებით

კოკა კვირკველია