თოკების პარკი – თეთრიწყაროს LAG-ის მიერ დაფინანსებულმა ატრაქციამ რეგიონს ახალი სიცოცხლე შემატა

დე­და­ქა­ლა­ქი­დან არც ისე შორს, ალ­გე­თის პარკში არ­სე­ბუ­ლი ატ­რაქ­ცია უკვე მე­ო­რე წე­ლია ვი­ზი­ტო­რებს და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ავ­სებს. თო­კე­ბის პარ­კი 2019 წლი­დან ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის ფარ­ლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის (LAG) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნინო ტი­კუ­რიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა რე­გი­ონ­ში აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და:

„თეთ­რი­წყა­რო­ში იმ ეტა­პის­თვის გა­მოკ­ვე­თი­ლი იყო პრობ­ლე­მე­ბი ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ იყო შექ­მნი­ლი სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სივ­რცე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ტუ­რის­ტის გა­ო­ცე­ბას გა­მო­ვიწ­ვევ­დით. თო­კე­ბის პარ­კის იდე­ით თა­ვი­დან­ვე მო­ვი­ხიბ­ლეთ – ეს იყო ინო­ვა­ცი­უ­რი და დრო­უ­ლი პრო­ექ­ტი.“

tokebi4-39502-1601970184.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პარ­კებ­თან შე­და­რე­ბით, ალ­გე­თის ეროვ­ნულ პარკში არ­სე­ბუ­ლი ატ­რაქ­ცია მას­შტა­ბუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ამ ყვე­ლა­ფერს კი ემა­ტე­ბა დე­და­ქა­ლაქთან სი­ახ­ლო­ვე და ის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ატ­რაქ­ცი­აა მო­წყო­ბი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­სამ­დიდ­რებ­ლად, ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის გა­საზ­რდე­ლად, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად და, ამ­გვა­რად, და­ბი­სა და უშუ­ა­ლოდ ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­როს გა­ჩე­ნის მიზ­ნით, უამ­რა­ვი იდეა მუ­შავ­დე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ მჭედ­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ბო­ლო­ოდ თო­კე­ბის პარ­კის ატ­რაქ­ცი­ის იდეა ყვე­ლამ ერ­თხმად მო­ი­წო­ნა:

„იდეა ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ვი­ცო­დი, რომ ზე­მოხ­სნე­ბუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ამ დროს, თეთ­რი­წყა­როს LAG-მა ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით საგ­რან­ტო კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და. პირ­ველ ეტაპ­ზე, აღვწე­რეთ უშუ­ა­ლოდ პრო­ექ­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კი დე­ტა­ლუ­რად ჩავ­შა­ლეთ, რა ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტან­და დაბა მან­გლისს ეს პრო­ექ­ტი – რა რა­ო­დე­ნო­ბის ვი­ზი­ტორს ვუ­პას­პინ­ძლებ­დით, რო­გორ და­ვი­ცავ­დით უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებს და სხვა. პრო­ექ­ტმა LAG-ის შე­ფა­სე­ბის კო­მი­სი­ის მიერ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შემ­დგომ­ში მო­ვი­პო­ვეთ კი­დეც და­ფი­ნან­სე­ბა“.

tokebi1-39455-1601970260.jpg

თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ მო­წო­ნე­ბულ­მა და და­ფი­ნან­სე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა კი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დღი­დან­ვე (2019 წლის 1-ლი აგ­ვის­ტო) მო­უ­ტა­ნა ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი არამ­ხო­ლოდ ალ­გე­თის ეროვ­ნულ პარკს, არა­მედ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. ამ ატ­რაქ­ცი­ა­ზე მო­სულ ვი­ზი­ტო­რებს სჭირ­დე­ბათ კვე­ბა, ღა­მის გა­თე­ვა, ტრან­სპორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხში­რად სურთ სა­ცხე­ნოს­ნო და სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბის გავ­ლაც. ამ სერ­ვი­სებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ავი­თა­რებს ეკო­ტუ­რიზმს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და პარ­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც იღებს სარ­გე­ბელს.

დაბა მან­გლისს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თო­კე­ბის პარკში მი­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა სერ­ვი­სე­ბი­თაც, რაც ხელს უწყობს რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას.

tokebi3-39543-1601970302.jpg

რო­გორც ავ­თან­დილ მჭედ­ლი­ძე გვი­ამ­ბობს, ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბა­ზე, ასე­ვე, სა­კემ­პინ­გე, სა­ბა­ნა­კე, სა­პიკ­ნი­კე ტე­რი­ტო­რი­ი­სა და კო­ტე­ჯე­ბის სივ­რცის მო­წყო­ბა­ზე პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამავდრო­უ­ლად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეზო­ში ღია კა­ფის მო­წყო­ბა­ცაა და­გეგ­მი­ლი. აღიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­ფუძ­ვე­ლი თო­კე­ბის პარ­კის ატ­რაქ­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიღ­წე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა შე­დეგ­მა ჩა­უ­ყა­რა – პარ­კმა აჩ­ვე­ნა, რომ ამ­გვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კი­დევ უფრო მეტ ტუ­რისტს იზი­დავს, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის, რო­გორც პარ­კის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის.

ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის დი­რექ­ტო­რის ავ­თან­დილ მჭედ­ლი­ძის აზ­რით, პარ­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რო­გორც გა­სარ­თო­ბი, ისე შე­მეც­ნე­ბი­თია. თო­კე­ბის ატ­რაქ­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ლა­ხად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­ულ ვი­ზი­ტორს მის­ვლის­თა­ნა­ვე აც­ნო­ბენ. ინ­სტრუქ­ტო­რი უხ­სნის მათ, რო­გორ უნდა გა­და­ლა­ხონ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და რო­გო­რია ქცე­ვის წე­სე­ბი – ყვე­ლა წესი თუ ქმე­დე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ატ­რაქ­ცი­ით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას.

tokebi2-39588-1601970356.jpg

თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია რე­გი­ო­ნის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან, თო­კე­ბის პარ­კი კი იქცა მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა წარ­მა­ტე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით იმოქ­მე­დოს და წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნოს ბევრ სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვას თუ ადა­მი­ანს.