„თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟა ორი კვირით აჩერებს მუშაობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ე.წ. ოქროს ბირჟის კორონავირუსით ინფიცირებული 5 თანამშრომელია.
„რაც ჩვენ ვიცით 5 თანამშრომელია ინფიცირებული. „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით გაჩერდება, დღიდან უკვე დაკეტილია. დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ვისაც რამე სიმპტომი ექნება, კორონავირუსზე ტესტირებას მიმართავს“,-განაცხადა ეთერ ყიფიანმა.