ამერიკულმა კორპორაციამ Apple სხვა კომპანიების წარმოებული ყურსასმენებისა და დინამიკების გაყიდვები შეწყვიტა. ეს მოხდა კომპანიის მიერ საკუთარი პროდუქციის გაყიდვების დაწყებამდე - წერს Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, Apple მრავალი წელია ყიდის ყურსასმენებსა და სხვადასხვა აქსესუარებს წარმოებულს სხვადასხვა კომპანიების მიერ, რომლებიც თავსებადია მის პროდუქციასთან. სექტემბრის ბოლოს კი კომპანიის მაღაზიებიდან გაქრა ყველა ყურსასმენი და აკუსტიკური სისტემები.
Bloomberg-ი ამას უკავშირებს Apple-ის პროდუქციის გაფართოებას. კორპორაცია წლის ბოლომდე გეგმავს პირველი უსადენო ყურსასმენების წარმოდგენას, რომელიც არის მისი წარმოების.