„ჩვენ ვმუშაობთ პანდემიასთან დაკავშირებით სრულფასოვან პაკეტზე, რომელიც ეკონომიკას, სოციალურ მიმართულებას და ჯანდაცვას მოიცავს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ბაზისური ხარჯები, რომელიც სჭირდება ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, უკვე არის ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"პანდემიასთან დაკავშირებული ბაზისური ხარჯები, რომელიც სჭირდება ჯანდაცვას, რომელიც სჭირდება სოციალურ მიმართულებას, უკვე არის ასახული პროექტში, თუმცა დამატებით, ჩვენ ვმუშაობთ პანდემიასთან დაკავშირებით სრულფასოვან პაკეტზე, რომელიც ეკონომიკას, სოციალურ მიმართულებას და ჯანდაცვას მოიცავს და ეს უკვე ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცებამდე იქნება სრულად ასახული პროექტში", - განაცხადა თალაკვაძემ.