ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ევროზონის ეკონომიკური გაჯანსაღების გაჭიანურების რისკს ზრდის.
„ახლა იმის შიში გვაქვს, რომ ხელისუფლებების მიერ განსახორციელებელი ზომები ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ ეკონომიკის V-ფორმის სწრაფი აღდგენა, რომლის იმედიც გვაქვს, შესაძლოა, ცოტა მეტად მერყევი იყოს,“- აღნიშნა კრისტინ ლაგარდმა.