საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 6 ოქტომბერს, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 820 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.168 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.