1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2209 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2017 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7965 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7623 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევრო ცვლილებამ 0.0342 შეადგინა.