2020 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველომ ჯამში 8,872 ტონა (18,372 მლნ აშშ დოლარი) ღორის ხორცის (ცოცხალი, გაცივებული, ან გაყინული) იმპორტი განახორციელა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქტი საქართველომ შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
ჩამონათვალშია ასევე: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი რუსეთი და აშ.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გასულ წელს ქვეყანამ 15,820 ტონა (30,493 მლნ აშ დოლარი) ღორის ღორცი (ცოცხალი, გაცივებული ან გაყინული) შეიძინა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც საქართველომ 2019 წელს ყველაზე მეტი პროდუქტი შეიძინა, ასე გამოიყურება:
ჩამონათვალში მოხვდნენ: ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ფინეთი, საფრანგეთი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთში შემოტანილი გაყინული ხორცი განადგურდა. მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.