მსოფლიოში მატლების ყველაზე დიდი ფერმა იხსნება - ინვესტიცია 372 მლნ დოლარია

ფრანგულმა ჭიის კომპანია “Ectnsect“- მა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მწერების ფერმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 372 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მწერებისგან წარმოებული ცილების მთლიან სექტორს აქამდე ამ ოდენობის დაფინანსება არ მიუღია.

“Ect insect“ საკვების ჭიას საკუთარი დაპატენტებული მეთოდით ამუშავებს. გადამუშავებული მატლები საჭმლის მომნელებელი ცილის და სასუქის პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ამ პროდუქტს შეუძლია ჩაანაცვლოს ცხოველური ცილები, რომელსაც ამჟამად თევზისა და მეცხოველეობის მეურნეობებში იყენებენ. აგრეთვე გამოიყენება შინაური ცხოველების საკვებისა და სასუქებისთვის, როგორც ცხოველური ცილები.

კოლოსალური დაფინანსება ფრანგულ კომპანიას საშუალებას მისცემს დაასრულოს ფერმა ჩრდილოეთ საფრანგეთში. გეგმის მიხედვით, ფერმა 2022 წლისთვის დასრულდება და ყოველწლიურად აწარმოებს 100000 ტონა მწერს, რომელიც გამოყენებული იქნება შინაური ცხოველების სველი საკვების მომარაგებისთვის. პროექტი მინიმუმ 500 სამუშაო ადგილს შექმნის.

Ectnsect- ის თანადამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ანტუან ჰუბერტის განცხადებით, წარმოება რევოლუციურ ნაბიჯებს გადადგამს.

“ჩვენი ამბიციაა კვების ჯაჭვში ცვლილებები შევიტანოთ. პირველ რიგში ამას საჭირო ნიადაგი და მწერები სჭირდება“ - აცხადებს ანტუან ჰუბერტი.

კომპანიას მიაჩნია, რომ მას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილებასა და კვების ინდუსტრიაში.

matliii-1602054416.jpg

”ჩვენ უნდა გამოვიმუშავოთ მეტი საკვები ნაკლები მიწით და ნაკლები რესურსებით, რათა არ გავწმინდოთ ტყეები და არ დავცალოთ ოკეანეები. ჩვენ გვჯერა, რომ ect insect– ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ გლობალურ გადაწყვეტაში. ”- აცხადებს ჰუბერტი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2007–2030 წლებში ცხოველური ცილების მოხმარება 52% –ით გაიზრდება, რაც დიდ ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს ეკოსისტემებსა და წყლის რესურსებზე.

სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2050 წელს მსოფლიოში ოთხფეხა ცხოველების დეფიციტი შეიქმნება.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე დაფინანსებაში მონაწილეობა ამერიკელმა ინვესტორებმა მიიღეს, ბიზნესი ევროპისა და აზიის ფარგლებს გარეთ გაფართოების საშუალებას იძლევა.

“Ectnsect“-ი კომპანია “Astanor Ventures“- მა, “LA“- ზე დაფუძნებულმა “Upfront Ventures“- მა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა რობერტ დაუნი უმცროსმა, “FootPrint“ კოალიციამ, ჰონგ-კონგში არსებულმა საინვესტიციო კომპანიამ “Happiness Capital“- მა, “Supernova Invest“- მა (საფრანგეთის ღრმა ტექნიკური ბაზრის ადრეული ეტაპის ინვესტორი) და “Armat Group“-მა (დაფუძნებულია ლუქსემბურგში) დააფინანსა.

მწერების ფერმა, როგორც ბიზნესი მსოფლიოში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. აქამდე მსგავსი სახის საწარმოს გახსნა აქტუალური თემა არ იყო, რადგან საკვები რესურსები არსებობდა, თუმცა დედამიწაზე შესამჩნევი საგანგაშო სიმპტომების გამო, მსხვილმა კომპანიებმა მწერების ფერმისგან გამომუშავებული ცხოველური ცხიმებით, სხვადასხვა სახის საკვების ჩანაცვლება უკვე დაიწყეს.

ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული საწარმოები დედამიწის რესურსებს მნიშვნელოვნად დაზოგავს, - წერს Forbes-ი.

თეონა რამაზაშვილი