SOCAR-ის წარმომადგენელი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანია SOCAR- ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იბრაჰიმ აჰმადოვი სოციალურ ქსელში წერს.

„გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით მედიის ზოგიერთმა საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღიკვეთა სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის ევლახის ტერიტორიაზე“,- წერს იბრაჰიმ აჰმადოვი.

გუშინ, აზერბაიჯანის პროკურატურაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.