ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

თქვენ გა­ო­ცე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ძლებთ, თუ გე­ტყვით, რომ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ქვევრში ღვი­ნოს აყე­ნებს. თუმ­ცა, რას იფიქ­რებთ, როცა გა­ი­გებთ, რომ თეთ­რი­წყა­რო­ში, ქარ­თულ ქვევ­რებ­ში ვის­კის აწარ­მო­ე­ბენ?

ბრენ­დი „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რი“ აერ­თი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის, შარ­ბა­თის, ჭა­ჭის, ხი­ლის არ­ყის და რაც მთა­ვა­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კის „ალექ­სან­დრეს“ წარ­მო­ე­ბას. ქვევრში მარ­ცვლე­უ­ლის დის­ტი­ლა­ტის წარ­მო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რია და მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს – უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შია და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი, რო­გორც გა­მო­გო­ნე­ბა. გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი და პა­ტენ­ტმფლო­ბე­ლი კი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­კო­სი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტენ­ტრწმუ­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძეა.

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვის­კი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, სო­ფელ ალექ­სე­ევ­კა­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია იწარ­მო­ე­ბა. ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლე­ებ­მა ნია ნაც­ვლიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძემ და­ა­ფუძ­ნეს, მიზ­ნად არ ისა­ხავ­და მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მი­ღე­ბას, არა­მედ ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნას. როცა თეთ­რი­წყა­რო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ENPARD-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყეს, ოჯახ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­დათ ბიზ­ნე­სი გა­ე­ფარ­თო­ვე­ბი­ნათ და უფრო მარ­ტი­ვად მი­ეწვდი­ნათ ხმა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

viski1-40152-1602055639.jpg

„ერთი იყო ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი, გაგ­ვე­ზარ­და წარ­მო­ე­ბა, ხოლო მე­ო­რე იყო ის დიდი შე­დე­გი, რა­საც ჩვე­ნი ზრდა გა­მო­იწ­ვევ­და – ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო წარ­მო­ე­ბის მიერ მო­ტა­ნი­ლი სი­კე­თე, რაც რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს. სა­წყი­სი ეტა­პე­ბი­დან LAG-თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით. ეს არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ქმე­დი­თი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სწრა­ფად და შე­დე­გი­ა­ნად რე­ა­გი­რებს თე­მი­დან წა­მო­სულ პრობ­ლე­მებ­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მათ გა­და­წყვე­ტა­ში“ – ამ­ბობს ნია ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

„ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რის“ საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად გან­ვი­თარ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დამ­ზად­და თბო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რი/გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზე­თით იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ვი­ღოთ ორ­თქლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ქვევრში არ­სე­ბუ­ლი მა­სის გა­ხუ­რე­ბის­თვის – ეს ეკო­ლო­გი­უ­რად მარ­თე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რია, რო­მე­ლიც გა­რე­მოს არ აბინ­ძუ­რებს.

viski3-40349-1602055681.jpg

პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით ასე­ვე აშენ­და ინო­ვა­ცი­უ­რი მა­რა­ნი (ნედ­ლი მი­წის არ­ქი­ტექ­ტუ­რა), რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია ბუ­ნებ­რი­ვი თბო­ი­ზო­ლა­ცია, ტემ­პე­რა­ტუ­რის და ტე­ნი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვო­ბა, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლო­ბა, სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა და სხვა, გარ­და ამი­სა, მოხ­და ეზოს კე­თილ­მო­წყო­ბა.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცია ქვე­მო ქარ­თლის­თვის უცხო არ არის. აქ ნა­პოვ­ნი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს მდი­დარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე. ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა ხელს უწყობს არამ­ხო­ლოდ ჩვენ ბიზ­ნესს, არა­მედ მთლი­ან რე­გი­ონს, გა­მო­იწ­ვევს ღვი­ნი­სა და აგ­რო­ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რაც თეთ­რი­წყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი სა­წყის ეტაპ­ზე­ვე და­ინ­ტე­რეს­და „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რით“. რო­გორც თეთ­რის­წა­როს LAG-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ნინო ტი­კუ­რიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, იდეა მარ­თლაც ინო­ვა­ცი­უ­რი იყო, რა­საც ემა­ტე­ბო­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა:

„თეთ­რი­წყა­როს ტუ­რიზ­მის კუ­თხით დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბა აგრო ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნეთ. სა­წარ­მო­ში და­ი­ნერ­გა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მო­ე­წყო მა­რა­ნი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი და სას­ტუმ­რო იღებს ტუ­რის­ტებს, მათ შო­რის მკვლევ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან ვის­კის წარ­მო­ე­ბის შე­სას­წავ­ლად და სხვა.“

viski4-40231-1602055730.jpg

არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ნიაც სა­უბ­რობს:

„ინ­ტე­რე­სი დი­დია, ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე, გაზ­რდი­ლია მათი მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სე­ბი, სურთ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მათი ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან.“

viski2-40293-1602055769.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა „ალექ­სან­დრე დის­ტი­ლე­რი­სა“ და თეთ­რი­წყა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ქალ­ბა­ტო­ნი ნიას თქმით, ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ:

„LAG-ის იდე­ამ და თეთ­რი­წყა­როს გუნ­დმა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს ჩვე­ნი ნდო­ბა. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თავი და­ი­ხა­სი­ა­თეს, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ­მა, აქ­ტი­ურ­მა და თე­მის პრობ­ლე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა თუ გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. შე­დე­გად კი და­იმ­სა­ხუ­რეს ჩვე­ნი ნდო­ბა და სურ­ვი­ლი, რომ სა­მო­მავ­ლო­დაც ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ“.