კონგრესის ქვეკომიტეტში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამერიკული ინტერნეტ-გიგანტები ბაზრის მონოპოლიზებას ახდენენ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიურმა ქვეკომიტეტმა სამშაბათს გაავრცელა 449-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც მოყვანილია 16-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც ეხება კოამპანიების Amazon, Facebook, Apple და Google საქმიანობას. ანგარიში იძლევა დასკვნას, რომ ეს კომპანიები იყენებენ მონოპოლიტურ ტაქტიკას ბაზარზე, რითაც ხელს უშლიან კონკურენციას.

„იმ ფორმით, რითაც არსებობენ დღეს Apple, Amazon, Google და Facebook, მათ აქვთ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლება და გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე. ბოლო წლებში თითოეული ეს კომპანია აფართოვებდა საკუთარ გავლენას და იყენებდა მას ბაზარზე, რაც ხელს უშლიდა კონკურენციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

კანონდებლების აზრით, კონგრესმა უნდა შეიტანოს ცვლილებები ანტიმონოპოლიურ კანონდებლობაში, რათა გამოასწოროს აღნიშნული სიტუაცია ინტერნეტ-გიგანტებთან მიმარტებაში.

შეგახსენებთ, ანტიმონოპოლიურ კომიტეტში ამერიკული ინტერნეტ-გიგანტების Amazon, Facebook, Apple და Google საქმის განხილვა 2019 წლის ივლისში დაიწყო.

კოკა კვირკველია