პრემიერი - „მწვანე ზონის“ სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განმსაზღვრელი, შეიძლება „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა

დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა მწვანე ზონის სტატუსი ქვეყანამ ხვალ დაკარგოს და ზეგ მოიპოვოს, მაგრამ მთავარი მოქალაქეების ჯანმთელობაა.

„მწვანე ზონის სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - განაცხადა გახარიამ.