საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა.
მისივე თქმით, თავდაპირველად რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან, თავად რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქეების დადგენა კი მოხდება.
„გრიპის ვაქცინას ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 რიცხვის შემდეგ ველოდებით. ეს თარიღი გვაქვს დადასტურებული და არ შეგვცვლია, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე შემოვა ვაქცინის მეორე დოზა. რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია რისკ ჯგუფები და კატეგორიზაცია, ესეც ცნობილია ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ექიმებისთვის. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გაეცნოს, წარმოადგენს თუ არა ის რისკ ჯგუფს და შესაბამისად ამ რისკ ჯგუფების ფარგლებში იქნება აცრილი. სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამიტომ, გავაორმაგეთ იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად შევისყიდით ხოლმე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.