ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სოციალური დახმარების გაზრდა შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ტიკარაძის განმარტებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ვითარებას ყოველდღიურად აფასებს.

„რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, რომლებიც არის გამოწვეული კოვიდის მიზნებისთვის, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ვაიდენტიფიცირებთ საჭიროებებს და უკვე საჭიროებების გამოვლენის შემდეგ, გამოგვაქვს საჭირო დასკვნები, რის შემდეგაც, ვიწყებთ მოქმედებას. აქედან გამომდინარე, თუ დამატებით გაჩნდება საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ის დაწყებული საქმე, რომელიც ჩვენ კოვიდპანდემიის დაწყებისთანავე განვახორციელეთ,“- განაცხადა ტიკარაძემ.