აგვისტოში ამერიკის სავაჭრო ბალანსში ბოლო 14 წლის ყველაზე მაღალი დეფიციტი დაფიქსირდა, რაც ოქროს გაზრდილ იმპორტთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მოსაზრება დააფიქსირა ამერიკის წარმომადგენელმა სავაჭრო საკითხებში რობერტ ლეიტჰაიზერმა.
მანამდე ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხდა, რომ ამერიკის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აგვისტოში 5,9%-ით გაიზარდა 67,1 მილიარდ დოლარამდე, რაც რეკროდულად მაღალი მაჩვენებელია 2006 წლის შემდეგ.
„სავაჭრო ბალანსისი დეფიციტის ზრდა გამოიწვია ოქროს იმპორტის გაზრდამ“, - განმარტა ვაჭრობის სამინისტრომ, რომელიც როგორც წესი ყოველთვიურ მონაცემებზე კომენტარს არ აკეთებს.
ექსპერტები კი ამ ზრდას ხსნიან რეკორდული რაოდენობით სამომხმარებლო საქონლის იმპორტით, რომელიც ტრადიციულად ახლავს სადღესასწაულო დღეების მოახლოებას შტატებში.
ოფიციალური მონაცემებით შტატებში აგვსიტოში წინა თვესთან შედარებით იმპორტი 3,2%-ით გაიზარდა და 239 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 2,2%-ით გაიზარდა და 171,9 მილიარდი შეადგინა. ივლისში ქვეყნის სავაჭრო დეფიციტმა 63,4 მილიარდი დოლარი შეადგინა
სავაჭრო დეფიციტის დაწევა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. ამ მიზნის მისაღწევად მან პრეზიდენტობის პირველ ვადაში არაერთი საბაჟო გადასახდელი გაუზარდა სხვადასხვა იმპორტიორ ქვეყნებს.