48 მილიონი ლარი ეს არ არის პირველი თანხა, რომელიც მობილიზდა საწოლფონდის დაქირავებისთვის და არანაირი კავშირი „ევექსის ქსელთან“ არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ „ევექსის ქსელის“ კუთხით ამ ეტაპისთვის ყველაზე მცირე საწოლფონდი არის სახელმწიფოს მხრიდან შეძენილი, ოღონდ ამასაც არ გააჩნია არანაირი მანკიერი მხარე - უბრალოდ ეს იყო სტრატეგია თუ რომელ ეტაპზე რომელი საავადმყოფოების ჩართვა მოხდებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
მისივე თქმით, 48 მილიონის პირდაპირი გადარიცხვა არც ერთ საავადმყოფოში არ ხდება.
„ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა - გრაფიკი და გამომდინარე იქიდან, თუ რა არის შემდეგი საჭიროების მოცულობა ჩვენ ვიღებთ გადაწყევტილებას და მხოლოდ მას შემდეგ რაც საჭიროება დგება, მხოლოდ მას შემდეგ ხდება თანხის განკარგვის აუცილებლობა, სხვა შემთხვევაში ეს არის სავარაუდო პროგნოზისთვის მობილიზებული თანხა“, - განაცხადა ტიკარაძემ.