ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სეზონური გრიპისთვის 135 000 ვაქცინა შეისყიდეს, რომლის პირველი ნაწილი, 25 000 დოზა ქვეყანაში 9 ოქტომბერს შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ სეზონური გრიპისთვის 135 000 ვაქცინა შეისყიდა, რომლის პირველი ნაწილი, 25 000 დოზა ქვეყანაში 9 ოქტომბერს შემოვა.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, ელოდებიან 200 000-მდე კოვიდის სწრაფ ტესტებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, COVID19-ის და სეზონური გრიპის კლინიკური სიმპტიმები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

"რესპირაციული ვირუსების ცირკულაციაზე დაკვირვებას ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე წელია ვაწარმოებთ. ოქტობრის შუა რიცხვებიდან ეს ყოველკვირეულად დაიწყება,შედეგი ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვაქვს ე.წ.საყრდენი ბაზები.იქიდან რანდომული სინჯები იღება და ეს არ არის დიაგნოსტიკისთვის, არამედ არის მონიტორინგისთვის, თუ თუ რა ტიპის ვირუსები ცილკურირებენ ქვეყანაში. განსაკუთრებით გვაინტერესებს, პირველად როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი ცირკულაციაში.როგორც წესი, ეს ხდება დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში. გრიპი იმდენად ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომ მისი ინდივიდუალური ტესტირება, როგორც ამას კოვიდზე ვაკეთებთ, არსად ხდება და პრაქტიკაში არ არის.

კოვიდის სწარფი ტესტების მარაგიც გვაქვს ქვეყანაში. 200 000-ით შეივსო და 200 000-ზე მეტი კიდევ არის შეკვეთილი. გრიპის სწრაფ ტესტებს,როგორც წესი, კლინიკები თვითონ ყიდულობენ. რეგიონებისთვის სწრაფი ტესტების მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც ჩვენი შიდამარაგი გვექნება,თორემ, დანარჩენზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი", განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გამოცდილ ექიმს, კლინიკურად შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან გრიპის და COVID19-ის კლინიკა.

"ისინი ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. საბოლოოდ კი ეს ლაბორატორიულად ხდება. თუ ავადმყოფი მწვავე რესპირაციული სიმპტომებით კლინიკაში მიდის,მას იქ აუცილებლად გაუკეთებენ ტესტს კოვიდზე, იმისთვის, რომ კოვიდი გამოირიცხოს.ბევრ კლინიკას ექნება სწრაფი ტესტები და შეუძლიათ ჩაატარონ ასევე სწარფი ტესტებით დიაგნოსტირება გრიპზე. რაც შეეხება ვაქცინას, გრიპის ვაქციან არ შედის არცერთი ქვეყნის მანდატურულ ვაქცინაციათა ჩამონათვალში. ის არის სარეკომენდაციო და პირველ რიგში,შედის რისკჯგუფების სარეკომენდაციო ნაწილში. რისკჯგუფები სხვადასხვა ქვეყანას აქვს სხვა,მაგრამ ძირითადად მაინც ჯანმოს ორგანიზაციას ეყრდნობიან.

პირველი რისკჯგუფი გახლავთ ოსრული ქალები,შემდეგ აუცილებლად უნდა აიცრან მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები,ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაღებში აღმზრდელების აცრას, რათა ბავშვებში არ გავრცელდეს გრიპი. აცრის კულტურა ქვეყანაში ყოველწლიურად გავზარდეთ. წელს ვიყიდეთ 135 000 დოზა, რომლის პირველი პარტია 25 000 დოზა შაბათს შემოვა საქართველოში. შესაბამისი კომპანიის მზრიდან დასტური მაქვს. დანარჩენი დოზა კი შემოვა 20-25 ოქტომბრის ფარგლებში.

ამის გარდა კიდევ გვაქვს დადასტურება, რომ ფრანგული კომპანიის ოთხკომპონენტიანი ვაქციანა შემოვა. ასევე გვაქვს დასტური, რომ იგივე კომპანია კიდევ მოაწვდის 25 000-ს და მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ დამატებით 50-დან 100 000 დოზის შესყიდვაზე.

სეზონურ გრიპზე აცრა შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. ამიტომ, პირველ რიგში აცრებს რისკჯგუფებში დავიწყებთ.ისინი ყველა რაიონში პოლიკლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ აიცრება.იმედი მაქვს, იქით კვირიდან რისკჯგუფების აცრას დავიწყებთ", - განაცხადა გამყრელიძემ.