რუსთაველი-მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა იწყება - როგორი იქნება პროექტი (+ფოტო)

რუსთაველი-მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა იწყება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 401 770 ლარია.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მერიის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო. 27 წლიანი პაუზის შემდეგ საბაგიროს ამოქმედება კი მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმებოდა. საბაგიროს ერთი სადგური - რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში, მეორე კი მთაწმინდის პარკში მოეწყობა. მთაწმინდის ამ მარშრუტის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, აღარ ფუნქციონირებს.

mtawmindaa10-1602071177.jpg

mtawmindaa9-1602071227.jpg

mtawmindaa1-1602071323.jpgmtawmindaa2-1602071315.jpgmtawmindaa-1602071304.jpgmtawmindaa2-1602071288.jpgmtawmindaa4-1602071276.jpgmtawmindaa5-1602071266.jpgmtawmindaa6-1602071255.jpgmtawmindaa8-1602071245.jpg

თაია არდოტელი