პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის წევრების 2018-2019 წლების საწვავის ხარჯები შეისწავლეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის საკუთრებაში არსებული 98 ავტომობილი პარლამენტის 50 წევრს ემსახურება. მათ შორის, მხოლოდ ერთია ჰიბრიდული ძრავით.
IDFI-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში, არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 -კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.
კვლევას და კვლევის ძირითად მიგნებებს სრულად გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/30I67PD