"კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემად რჩება"

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ოპოზიცია ზეწოლას არ შეამცირებას ხელისუფლებაზე, იმისთვის, რომ ყველა სახელფასო დავალიანება და განაცდენი, რაც სამედიცინო პერსონალს აქვს, ანაზღაურდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებული ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ სახელფასო დანამატი კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის 50% იქნება.

„კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემად რჩება, არსებობს საკმაოდ დიდი დავალიანებები, არსებობს პრობლემა იმ სამედიცინო პერსონალისა, რომელიც იძულებით არის გადაყვანილი კარანტინში და დამქირავებლები უარს აცხადებენ კარანტინის ბიულეტენის ან სახელფასო ანაზღაურების შესახებ.

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ სახელფასო დანამატი კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის იქნება 50%, რაც, რათქმაუნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ბუნებრივია, ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეფექტურია გაერთიანებული ოპოზიციის ზეწოლა ხელისუფლებაზე. ისინი იძულებულნი გახდნენ მიეღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ შევამცირებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა ყველა სახელფასო დავალიანება და განაცდენი, რაც აქვს სამედიცინო პერსონალს, იყოს ანაზღაურებული,“ - განაცხადა კალოიანმა.