ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
ამასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.