გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რისკის შემცველი ქვეყნების სია „რობერტ კოხის ინსტიტუტმა“ დღეს განაახლა. ამ სიაში ასევე მოხვდა ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი. საფრანგეთის კუნძული კორსიკა კი, სიიდან ამოიღეს.
გერმანია ამა თუ იმ ქვეყანას ან რეგიონს რისკის შემცველად იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 50-ს აღემატება.