Top-10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 6 სათამაშო ბიზნესია

საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 6 სათამაშო ბიზნესია.

ასეთია 2019 წლის საწარმოთა ბრუნვის მონაცემები. მთლიანად კი გასულ წელს ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 109 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილმა კი თითქმის 23,7% შეადგინა, ანუ 25,860 მლრდ ლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 2019 წლის Top-10 კომპანიას ბრუნვის მოცულობით:

  • ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის განაწილება
  • ავიატორ - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ბეთლაივი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ლიდერ-ბეთ სლოტი -აზარტული თამაშების საქმიანობები
  • მარსი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი - საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • სოკარ ჯორჯია გაზი - საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • ტოიოტა კავკასია - საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
  • ფულ ჰაუსი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ჩემპიონები 111 - აზარტული თამაშების საქმიანობები
ელზა წიკლაური