Chevron-ი პანდემიის გამო თანამშრომლების 15%-ს დაითხოვს

ამერიკული ნავთოგაზის კომპანია Chevron-ი თანამშრომლების 15%-ს დაითხოვს. ამის მიზეზია ის სირთულეები, რომელიც კომპანიას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეექმნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს რესტრუქტურიზაციის გატარებას. Chevron-ის თანამშრომლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო პერიოდში მიიღეს ცნობები სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ის თანამშრომლები, რომლების საქმიანობით კომპანია არაა დაინტერესებული, შესაბამის წერილს მიიღებენ.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ Chevron-მა 1 მილიარდი დოლარი გამოყო თანამშრომლების კომპენსაციებისთვის, რომლებიც დაკარგავენ სამსახურს. ჯამში კი შემცირება შეეხება კომპანიაში დასაქმებულთა 15%-ს. თავად კომპანიაში კი სულ 47 ათასი ადამიანია დასაქმებული.

კოკა კვირკველია