აშშ-ის სახელწმიფო ვალი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდეტობის დროს 7 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS იუწყება.
ტელეკომპანიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააანალიზა და გაარკვია, რომ 1-ლი ოქტომბრისთვის ქვეყნის სახელმწიფო ვალი 27 ტრილიონი დოლარია. ამასთან, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ის 7 ტრილიონით არის გაზრდილი. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ქვეყნის ვალი მომდევნო წლებშიც გაიზრდება იმ გასატარებელი ზომების პირობებში, რომელიც უნდა მოხმარდეს ამერიკის ეკონომიკის აღდგენას.
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ ის ქვეყნის უზარმაზარი ვალის პრობლემას გადაჭრიდა, ან „რვა წელიწადში“.
ცნობისთვის, ბარაკ ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობის დროს ამერიკის სახელმწიფო ვალი 9 ტრილიონით გაიზარდა და თითქმის 20 ტრილიონს მიაღწია. ამასთან, ამერიკის მშპ მიმდინარე წელს შეადგენს 22 ტრილიონ დოლარს.