მთავრობა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე მუშაობს

მთავრობა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე მუშაობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა დღეს გადაწყვეტს, რომელი დარგის კომპანიებს მიანიჭებენ საერთაშორისო სტატუსს

„2019 წლიდან დავიწყეთ ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში, რომლიც დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური კონკურენცია იქნება ძალიან მძაფრი, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს, შევუქმნათ პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ“ - განაცხადა გახარიამ.

განახარიას განცხადებით, მთავრობა დღეს იმსჯელებს, რომელი დარგების და რომელი მიმართულების კომპანიებზე შექმნას მექნიზმი მსგავსი შეღავათების მისაღებად. მისივე თქმით, პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT კომპანიები.