ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ქე­და­ში ღვი­ნის გზას თუ და­ად­გე­ბით, მა­ღალ მთებ­ში ჩა­კარ­გულ სო­ფელ პირ­ველ მა­ის­ში შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რანს აღ­მო­ა­ჩენთ.

მა­შინ, როცა 2006 წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩხა­ვე­რის ჯი­შის ყუ­რძნის აღორ­ძი­ნე­ბის პროგ­რა­მა და­ი­წყო, მამა-შვილ­მა, ნო­დარ და ალე­კო შერ­ვა­ში­ძე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს 1,05 ჰექ­ტარ მი­წა­ზე 3 200 ძი­რამ­დე ვაზი გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ, მათ შო­რის: ცო­ლი­კო­უ­რი, ოჯა­ლე­ში, დირ­ბუ­ლა და 24 და­სა­ხე­ლე­ბის სა­კო­ლექ­ციო ჯი­შის ყუ­რძე­ნი. მას შემ­დეგ შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის კარი ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის­თვის ღიაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ­თვის, ვი­საც მთის ბუ­ნე­ბა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო უყ­ვარს – შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რან­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ, მათ მიერ ჩა­მოს­ხმულ­მა ოჯა­ლეშ­მა სა­ო­ჯა­ხო ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. მას­პინ­ძლე­ბი ყო­ველ­თვის იღებ­დნენ ტუ­რის­ტებს, თუმ­ცა ბოლო დროს მო­ჭარ­ბე­ბულ­მა ნა­კად­მა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

„ჩვენ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ორი ნომ­რით, რაც ნიშ­ნავს, რომ მაქ­სი­მუმ 6 კა­ცის მი­ღე­ბა შეგ­ვეძ­ლო, მო­თხოვ­ნა კი მა­ღა­ლი იყო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაჩ­ნდა იდეა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა კო­ტე­ჯე­ბი“ – გვიყ­ვე­ბა ალე­კო შერ­ვა­ში­ძე. ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტ „ქედა ლი­დერ­ში“ ჩარ­თვის შემ­დეგ გა­და­წყდა ვე­ნა­ხის ზვარ­ში აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ოთხი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კო­ტე­ჯი, რო­მელ­თა აივ­ნე­ბი­დან სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა იშ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში. LAG მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „ქედა ლი­დე­რი“ აერ­თი­ა­ნებს ად­გი­ლობ­რივ კერ­ძო, სა­ჯა­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი გან­სა­ზღვრავს სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვებს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებს. შემ­დგომ ეტაპ­ზე კი ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გრან­ტებს გას­ცემს. სწო­რედ „ქედა ლი­დე­რის“ მიერ გა­ცე­მუ­ლი გრან­ტით აშენ­და შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­მულ­ში კო­ტე­ჯე­ბი – ხის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც სიძ­ვე­ლის ეფექტს ჰქმნის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია – ნა­ლი­ის ტი­პის კო­ტე­ჯე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა იმ პი­რო­ბით, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ.

marani1-41174-1602143483.jpg

„შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რანს ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით 5 000-ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და, თუმ­ცა მას არ ჰქონ­და ად­გილ­ზე ღა­მის­თე­ვის სერ­ვი­სი. ჩვენ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მათ შე­მო­ი­ტა­ნეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 4 ერ­თე­უ­ლი კო­ტე­ჯის მო­წყო­ბას, რო­მე­ლიც დამ­ზად­დე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ძვე­ლი ნა­ლი­ი­სა­გან, ხოლო შიდა ინ­ტე­რი­ე­რი მო­ე­წყო­ბო­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის მი­სა­ღებ სივ­რცედ, სა­დაც ჯამ­ში 12 სტუ­მარს შე­ეძ­ლე­ბო­და ღა­მის­თე­ვის სერ­ვი­სით ესარ­გებ­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი გა­აძ­ლი­ე­რებს ლო­კა­ცი­ას, შეს­ძენს და­მა­ტე­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და გა­ა­ჩენს და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს“ – ამ­ბობს „ქედა ლი­დე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე.

შერ­ვა­ში­ძე­ებ­მა ლა­გის დახ­მა­რე­ბით მშე­ნებ­ლო­ბა დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყეს და ზა­ფხულ­ში და­ას­რუ­ლეს. კო­ტე­ჯე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რი­ერ-ექ­სტე­რი­ე­რის წყა­ლო­ბით, ოჯა­ხის მა­რანს უკვე მრა­ვა­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. გარ­და და­მა­ტე­ბი­თი სას­ტუმ­რო ნომ­რე­ბი­სა, ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­შე­წყო­ბით, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ვე­ნახ­ში მო­ე­წყო ზიპ­ლა­ი­ნი. ის­ტო­რი­ი­სა და ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ სტუმ­რებს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ მო­ი­ნა­ხუ­ლონ X-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი: სა­ღო­რე­თი­სა და ცი­ვა­სუ­ლას ცი­ხე­ე­ბი, მი­წის ხიდი, ნე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, ქე­დის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა.

marani2-41233-1602143531.jpg

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რან­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მშვიდ ატ­მოს­ფე­როს ჰქმნი­ან მას­პინ­ძლე­ბი, რომ­ლე­ბიც ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად. სა­ღა­მო­ო­ბით აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­გე­მოვ­ნოთ სხვა­დას­ხვა ღვი­ნო და აჭა­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ მას­ტერკლა­სებ­ში.

„ჩვე­ნი კო­ტე­ჯე­ბი ტუ­რის­ტებ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს, ვინც დარ­ჩე­ნას ვერ ახერ­ხებს, მათ მა­რან­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რო­ბი­სა და მა­მუ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ. ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს ჩვე­ნი კო­ტე­ჯე­ბი – ისი­ნი უკვე შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მარ­ნის სიმ­ბო­ლოა“ – ამ­ბობს ალე­კო შერ­ვა­ში­ძე.

marani-41323-1602143573.jpg

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის ეფექ­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი როლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტს „ქედა ლი­დე­რი“ და მის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფს (LAG) უჭი­რავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­დის LAG-ი ერთ-ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ თორ­მე­ტი LAG-დან. სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა და­ა­ფი­ნან­სეს სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის 500-ზე მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის, სო­ცი­ა­ლუ­რი და სოფ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­დე­გად, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­უჩ­ნდა სოფ­ლად მცხოვ­რებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი სოფ­ლად მცხოვ­რებ 10,000-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და.