ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუხადა.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.