ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა დინამიურია და გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს.
„მე ზოგადად გეტყვით, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წავა ჩვენი ეკონომიკური აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა კიდე გიმეორებთ - იმდენად დინამიურია ყველა ეს მოვლენა, შეგახსენებთ, მაგალითად, გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს, შესაბამისად იმისდა მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა პროცესი, თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად წავა აღდგენითი პროცესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.