ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2018-2020 წლებში დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2020 წლის აპრილ-მაისში, ანუ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი, წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით, 14 ათასი ლიტრით შემცირდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).
ამ ყველაფრის ფონზე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი და ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე