აშშ-ის ხელისუფლებამ Citibank-ი 400 მლნ დოლარით დააჯარიმა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემას და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სავალუტო კონტროლის სამმართველომ ოთხშაბათს კომპანია Citigroup-ისა და მისი ბანკის Citibank-ის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე გამოაცხადეს.

მარეგულირებლებმა Citigroup-ს მოუწოდა „რამდენიმე ძველი ხარვეზის აღმოფხვრა“, რომელიც ეხება „რისკების მართვას“ და „შიდა კონტროლის სისტემას“. სავალუტო კონტროლის სამმართველომ კი Citibank 400 მილიონით დააჯარიმა და მსგავსი პრეტენზიები წაუყენა. ეს სახსრები მან ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უნდა გადაუხადოს.

Citigroup ბაზირებულია ნიუ-იორკში. ის ამერიკის 500 უსმხვილეს კორპორაციათა ჩამონათვალშია და Forbes-ის რეიტინგში 30-ე ადგილზეა.

კოკა კვირკველია